Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურს ევროკავშირის ექსპერტები ესტუმრნენ

28.09.2018   იურიდიული დახამრების სამსახურს ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფის ექსპერტები იგორ პელიჩიარი, ერვინ რუზი  და მათი ქართველი კოლეგა ნინო ხურციძე ეწვივნენ.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ სტუმრებს გააცნო ის პროექტები, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს განვითრების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა. სტუმრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების და სამსახურის განვითარებისათვის გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს განვითარების პროგარმა არის იურიდიული დახმარების სამსახურის დონორი ორგანიზაციები, რომელთა მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის წარმატებით ფუნქციონირებაში.