Top
ონლაინ დახმარება

 

ბორჯომში ლტოლვილთა სამართლის საკითხებზე იმსჯელეს

18-20  ივლისს, ბორჯომში იურიდიული დახმარების სამსახურის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატები  დაესწრნენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს, რომელზეც თავშესაფრის მაძიებლების/ლტოლვილების, მოქალაქეობის არმქონეების და იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების სამართლებრივი საკითხები განიხილებოდა.

ღონისძიებაზე  მოხსენებით გამოვიდნენ:კრისტინა ბუენა, თორნიკე ცაგარეიშვილი, მირანდა მერკვილაძე –UNHCR;
ირაკლი ლომიძე – შინაგან საქმეთა სამინისტრო; თენგიზ ყურაშვილი და თამარ ცხადაძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ონისიმე ცხომელიძე–UNAG;  ნინო რთველაძე – IRC; ია ბიგანიშვილი – PSDA; ეშლი დრეიკ ბერი – ჰავაის იურიდიული დახმარების საზოგადოება; აკაკი ლომსაძე –იურიდიული დახმარების სამსახური.

ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა, საზოგადოებრივი ადვოკატების აქტიური ჩართულობით იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები და პროცედურული გარანტიები თავშესაფრის მაძიებლებისთვის, თავშესაფართან დაკავშირებული სასამართლო საქმისწარმოება საქართველოში - ტენდენციები, ძირითადი გამოწვევები და სხვა.

შესრულდა პრაქტიკული დავალებები და შედგა სამართლებრივი საკითხების ნუსხა, რომელთა მოგვარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს  თავშესაფრის მაძიებლების/ლტოლვილების, მოქალაქეობის არმქონეების და იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების უფლებების დაცვა საქართველოში.