Top
ონლაინ დახმარება

 

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის განცხადება

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გავრცელდა გაურკვევლი  მომხმარებლების მიერ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ლოგოს გამოყენების ფაქტები.   გამოიკვეთა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც აღნიშნული არაიდენტიფიცირებული  პირები  პერიოდულად ურეკავენ მოქალაქეებს და სხვადასხვა სახის სერვისს სთავაზობენ.

იურიდიული დახმარების  სამსახური აცხადებს, რომ  არანაირი კავშირი არ აქვს  აღნიშნულ პირებთან და მათ საქმიანობასთან. 

მოგმართავთ თხოვნით, თუ მსგავსი ტიპის ზარი განხორციელდება   თქვენ ტელეფონზე, ან სოცილაურ ქსელში აღმოაჩენთ სსიპ ურიდიული დახმარების სამსახურის ლოგოს გამოყენების ფაქტს,  გთხოვთ,   გადაამოწმოთ  და აღნიშნულის შესახებ შეგვატყობინოთ იურიდიული დახმარების სამსახურის ცხელ ხაზზე 292 00 55.

ცნობისათვის:

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდია:  www.legalaid.ge

სოციალური ქსელი: https://www.facebook.com/legalaid.ge

skype: legalaid.ge

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც სახელმწიფოს ხარჯზე უფასო სამართლებრივ კონსულტაციას და საადვოკატო მომსახურებას გასწევს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.