Top
ონლაინ დახმარება

 

მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობას გაეცნო

(13.07.2018) იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს კონსულტანტი ნინო შარაშიძე და ადვოკატი ნატო ირემაძე  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას ასევე  ესწრებოდნენ სოფლის გამგებელი და  ადგილობრივი მოსახლეობა.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირება იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობისა და ფუნქციების, უფასო იურიდიული კონსულტაციის ყველასათვის ხელმისაწვდომობისა და იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმების შესახებ.

ბიუროს წარმომადგნელებმა შეხვედრის მონაწილეებს  მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასესხო ურთიერთობები,  მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები, სამკვიდროს მიღების ვადები და პირობები, უძრავი ქონების დარეგისტრირება,  საჭირო დოკუმენტაცია, ოჯახში ქალთა და ოჯახის სხვა წევრთა მიმართ ძალადობისაგან დაცვა, შემაკავებელი და დამცავი ორდერების მნიშვნელობა და გამოცემის წესი, ვადები, ძალადობის დროს მსხვერპლის/სავარაუდო მსხვერპლის უფლებები, საოჯახო სამართალთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა ქორწინება (მათ შორის, ნაადრევი ქორწინება), განქორწინება, მშობლებისა და შვილების ურთიერთობა და უფლება–მოვალეობანი და უამრავი სხვა საკითხი, რომელთა არცოდნა მოსახლეობას, ხშირ შემთხვევაში, დიდი პრობლემების წინაშე აყენებს, რაც  აჭარის ბიუროს კონსულტანტების პრაქტიკული გამოცდილებიდანაც ნათლად ჩანს. 
შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა–პასუხს დაეთმო – მოსახლეობის მხრიდან დაისვა შეკითხვები მათთვის საინტერესო თემებზე  და იურისტებმა შესაბამისი კონსულტაციებიც გასწიეს. მოსახლეობას დაურიგდა იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.
 
აჭარის იურიდიული დახმარების ბიურო მსგავსი სახის შეხვედრებს მომავალშიც გამართავს.