15 ივნისს მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა ალუდა ბუჩუკურმა, ასევე ადვოკატმა ლელა ჭანკოტაძემ და კონსულტანტმა ირინე ბარბაქაძემ საინფორმაციო შეხვედრები გამართეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან.
იურისტებმა მოსახლეობას წარუდგინეს სპეციალურად მომზადებული პრეზენტაცია „მიწის ნაკვეთის გამარტივებული რეგისტრაციის წესისა და პირობების თაობაზე“, რომელიც მოქალაქეთათვის 2016 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 1 ივლისამდე მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა განმსაზღვრელ ფაქტორებს, თუ რატომაა უმჯობესი დროის ამ მონაკვეთში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მიზნით დააჩქარდეს მიმართვა საჯარო რეესტრისადმი.
შეხვედრის მეორე ნაწილი კი დაეთმო კონსულტაციის გაწევას, სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე. თიანეთიუს მოსახლეობა დაინეტერესდა იურიდიული დახმარების სამსახურის სხვა სერვისებით. ბიუროს უფროსმა ალუდა ბუჩუკურმა მათ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, თუ რა სახის მომსახურების მიღება შეუძლიათ იურიდიული დახმარების სამსახურში, სახელმწიფოს ხარჯზე. შეხვედრის ბოლოს კი დარიგდათ სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.