(9.06.2018) იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს სისხლის სამართლის კლინიკის სტუდენტების მონაწილეობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ორი იმიტირებული პროცესი გაიმართა. კლინიკის სტაჟიორები, რომლებიც ძირითადად, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, ოთხ გუნდად იყვნენ გაყოფილი, საიდანაც ორი გუნდი ბრალდების, ხოლო ორი – დაცვის მხარის როლს ასრულებდა. კლინიკის სტუდენტებმა განიხილეს მკვლელობის საქმე, სადაც ბრალდებულს საკუთარი ძმის მკვლელობას ედავებოდნენ. პირველ შემთხვევაში, პირობითი ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი, ხოლო მეორე შემთხვევაში ის გამართლდა. სტუდენტები სასამართლოს წინაშე წარსდგნენ შესავალი და დასკვნითი სიტყვებით, ასევე ჩაატარეს პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა.
იმიტირებული სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ საუკეთესო მონაწილეები გამოვლინდნენ. იმიტირებული პროცესის ყველა მონაწილეს სამსახსოვროდ გადაეცა იურიდიული ლიტერატურა.
აღსანიშნავია, რომ „იურიდიული კლინიკა“, როგორც ახალგაზრდა იურისტების პროფესიული ზრდის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალება, იურიდიული დახმარების სამსხურის ქუთაისის და კიდევ სხვა რამდენიმე ბიუროში, წარმატებით განაგრძობს ფუნქციონირებას.