3 ივნისს ქუთაისში "ევროპის დღე" აღინიშნა. იმერეთის–ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო ქალაქის ცენტრალურ ბულვარში გამართულ ექსპოზიციაზე სპეციალური სტენდით იყო წარმოდგენილი. ბიუროს თანამშრომლები აქტიურად აწვდიდნენ ინფორმაციას ექსპოზიციასთან მოსულ ადგილობრივ მოსახლეობას და მედიის წარმომადგენლებს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ.
დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები და სამახსოვრო საჩუქრები. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში არის იურიდიული დახმარების სამსახურის დონორი ორგანიზაცია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერს სამსახურის გამართულ საქმიანობას.