Top
ონლაინ დახმარება

 

ხელვაჩაურში მიწის რეგისტრაციის საკითხებს გაეცნენ

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის და მასთან დაკავშირებული მიმდინარე პროცესების შესახებ, იურიდიული დახმარების სამასხურის აჭარის ბიურომ 30 მაისს  გასვლითი კონსულტაცია  ჩაატარა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში. შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლების – ხელვაჩაურის,  მახვილაურის, ჭარნალისა და ზანაქიძეების მკვიდრნი, აგრეთვე,მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ადმინსტრაციული ერთეულის თანამშრომლები.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ნატო ირემაძემ და მაია ქათამაძემ თავდაპირველად შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაცია მიწის ნაკვეთების გამარტივებული რეგისტრაციის შესახებ, რაც ემსახურებოდა გასვლითი კონსულტაციის მთავარ მიზანს – მოსახლეობის ინფორმირებას  უძრავი ქონების მართლზომიერ და არამართლზომიერად დაკავებული მიწის ნაკვეთის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის გამარტივებული წესის შესახებ, რომელიც  2016 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 1 ივლისამდე მოქმედებს.

ამასთან ერთად,  მოსახლეობას  განემარტა თუ რა სახის მომსახურების მიღება შეუძლიათ  იურიდიული დახმარების სამსახურში, გადაეცათ მიწის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი და იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.

იურიდიული დახმარების სამსახური მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გეგმავს.
http://ajaratv.ge/news/ge/29896/mitsis-reforma-shekhvedra.html.html