17 მაისს მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი ალუდა ბუჩუკური და საზოგადოებრივი ადვოკატები ირმა ჯიმშიაშვილი და მურმან ნიკოლაიშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. აღნიშნული ღონისძიება სერიული ხასიათისაა და მოიცავს საჯარო სკოლებში სემინარების ჩატარებას თემაზე “ქორწინება ადრეულ ასაკში”. შეხვედრაზე ასევე განიხილეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხები.
მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიურო აქტიურად თანამშრომლობს მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლებთან, გასვლითი ღონისძიების მიზანია არასრულწლოვანთა მართლშეგნების და პასუხისმგებლობის ამაღლება, მათთვის უფლებების განმარტება და დანაშაულის თავიდან არიდება. იურისტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოზარდებს ჰქონდეთ ფართო ინფორმაცია იმ სამართლებრივი საკითხების შესახებ, რასაც არასრულწლოვანთა მართლმაჯულების კოდექსი ითვალისწინებს.
მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიურო უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე სკოლას ესტუმრება.