Top
ონლაინ დახმარება

 

შეხვედრა ქუთაისის შშმპ დღის ცენტრში

25 აპრილს  იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ქუთაისის ბიუროს ადვოკატები თამარ ობოლაძე და სოფიო ყუბანეიშვილი ქუთაისის შშმ პირთა და შშმ ბავშვთა დღის ცენტრ „ჯადოსნური სამყაროს“ თანამშრომლებს და ბენეფიციართა მშობლებს შეხვდნენ. 

განიხილეს საკითხები, რომელიც ეხებოდა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე  პირთა უფლებების დაცვას, მათთვის საადვოკატო მომსახურებით სარგებლობის კრიტერიუმებს, არასრულწოვანთა ინტერესების დაცვასა და მშობელთა უფლება–მოვალეობებს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ა(ა)იპ „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ შშმ პირთა და შშმ ბავშვთა დღის ცენტრების მომსახურების პროგრამების კოორდინატორი სოფიო კუპატაძე, რომელიც ბენეფიციართა გადამისამართების მიმართულებით ინტენსიურად თანამშრომლობს იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებთან.

მშობლებს, პედაგოგებსა და ფსიქოლოგებს აინტერსებდათ, თუ ზოგადად, რა პრინციპებით და კრიტერიუმებით ხდება იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ  საქმის წარმოებაში მიღება, როგორია სერვისების ჩამონათვალი და ვის შეუძლია ისარგებლოს ამ სერვისებით.
 
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხები გასცეს.