Top
ონლაინ დახმარება

 

ქუთაისის ბიუროს ადვოკატები თვითმმართველობების წარმომადგენლებს ხვდებიან

იმერეთის – ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმოადგენლები განაგრძობენ შეხვედრებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სტრუქურების წარმომადგენლებთან, რომელთა შემადგენლობაც 2017 წ;ლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების  შედეგად განახლდა.

2018 წლის 12 თებერვალს, ტყიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ გასვლითი შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქუთაისის ბიუროს ადვოკატი სოფიო ყუბანეიშვილი და კონულტანტი ბელა ჭყონია. შეხვედრას ესწრებოდნენ ტყიბულის ადგილობრივი თვითმმართველობის  – ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და თანამშრომლები. 

თავდაპირველად საუბარი შეეხო იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობასა და ფუნქციებს. შეხვედრა ემსახურებოდა იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას მოსახლეობისათვის, სამსახურის სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლებას. შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები. აქვე განიხილეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამები, პროგრამებით სარგებლობის კრიტერიუმები.

2018 წლის 13 თებერვალს კი, იმერეთი–ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურომ გასვლითი შეხვედრა ვანის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ვანის ადგილობრივი თვითმმართველობის  – ვანის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები. ბიუროს კი წარმოადგენდნენ საზოგადოებრივი ადვოკატები ადვოკატი ხვიჩა თავაძე და სოფიო ყუბანეიშვილი. მასპინძლებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების მიმართ,  დაწვრილებით გაეცნენ სამსაურის საქმიანობას და სპეციფიკას. ვანის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, განსაკუთრებით, მათ, ვისაც მოქალაქეებთან ყოველდღოიურად უშუალო შეხვედრა უწევთ, გადაეცათ იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც გადმოცემულია მრავლისმომცველი ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. 

მასპინძლებმა კი თავის მხრივ, ადვოკატებს მიაწოდეს ინფორმცია  ვანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების, ამ პროგრამებით სარგებლობის კრიტერიუმების შესახებ, რაც უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველი/გადახდისუუნარო მოსახლეობის პირობების გასაუმჯობესებლად.