Top
ონლაინ დახმარება

 

გლობალური კამპანია „ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ“

იურიდიული დახმარების სამსახური ჩართულია „ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ“ მიმდინარე გლობალურ კამპანიაში. სამწუხაროდ, საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემები დგას. 25 ნოემბრიდან ცივილიზებული მსოფლიო მართავს 16 დღიან კამპანიას, რომლის მიზანიც საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებაა.

იურიდიული დახმარების სამსახური, რეგიონული ბიუროების დახმარებით, კამპანიის ფარგლებში გამართავს 25–მდე ღონისძიებას, მათ შორის, საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან – ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და ა.შ. 

ადვოკატები საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას იმ უფასო სერვისების შესახებ, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური სთავაზობს ფართო საზოგადოებას ქალთა მიმართ ან ოჯახური ძალადობის შემთხვევებში, როგორ ისარგებლონ იურიდიული დახმარების სამსახურის ცხელი ხაზით, კონსულტაციებით და რა თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადადგან მათ მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად.