30 აპრილს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები იურიდიული დახმარების სერვისს გაეცნენ. საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს და იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა.
იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა, სოფიო ყუბანეიშვილმა და პავლე კაკაბაძემ, ისაუბრეს იმ საკანონმდებლო რეფორმებზე, რომლის მიხედვითაც 15 აპრილიდან სახელმწიფომ უფასო საადვოკატო მომსახურების უზრუნველყოფა უკვე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზეც დაიწყო. ყურადღება გამახვილდა ასევე სისხლის სამართლის საქმეებზე გათვალისწინებულ იურიდიულ დახმარებაზე, ასევე კონსულტაციებისა და სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის სერვისზე.
შეხვედრა ინტერაქტიული რეჟიმით წარიმართა. მონაწილეებს ადგილზე გაეწიათ იურიდიული კონსულტაცია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით.
ღონისძიება ადგილობრივმა ტელეკომპანიამ „რიონმა“ გააშუქა.