27 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა გასვლითი კონსულტაცია წილკნის დევნილთა დასახლებაში გამართეს.
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა დევნილებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და ადგილზე გაუწიეს კონსულტაციები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით.
მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიურო გასვლით კონსულტაციებს პერიოდულად მართავს, რაც მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.