Top
ონლაინ დახმარება

 

ადვოკატებმა მოხუცებულებს ნათლისღება მიულოცეს

19 იანვარს,  იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს წარმომადგენლებმა საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს. ბიუროს თანამშრომლები  მოხუცთა სახლ „ლაზარეთს“ ეწვივნენ. მათ  იქ მცხოვრებ მოხუცებს „ნათლისღების“ ბრწყინვალე დღესასწაული მოულოცეს და  თბილისის ბიუროს თანამშრომლების მიერ შეძენილი ტკბილეული, ხილი და სხვადასხვა სახის ჰიგიენური პროდუქცია გადასცეს. 

გარდა ამისა,  საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოხუცთა სახლის ადმინისტრაციას სამართლებრივი კონულტაცია გაუწიეს. განხილული საკითხების თემატიკა განისაზღვრა ამ სახლის ბენეფიციართა საჭიროებების მიხედვით. თბილისის ბიურო 2018 წელს კვლავ აპირებს საინფორმაციო–საკონსულტაციო შეხვედრების  და საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარებას სოციალურად დაუცველ სხვა ბენეფიციარებთან.