იუსტიციის სასწავლო ცენტრში გრძელდება ტრენინგების ციკლი, რომელიც სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საკითხებს ეძღვნება. 27-28 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტები ესწრებიან მეორე ტრენინგს, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში ადმინისტრაციული საქმეების განხილვას ეხება.
სწავლება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს. ტრენინგს იურიდიული დახმარების ბიუროების უფროსები, ასევე ადვოკატები და კონსულტანტები ესწრებიან.
დაგეგმილია სულ 4 ტრენინგის ჩატარება - „სამოქალაქო საქმეთა განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში“, ,„ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში“, „ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ და „საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი“.
სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებზე ტრენინგები გასული წლიდან ტარდება. შარშან სწავლება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.
სამართლის აღნიშნულ დარგებში იურიდიული დახმარების გაწევა 2015 წლის 15 აპრილიდან დაიწყება.