იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიურო აგრძელებს გასვლით კონსულტაციებს ქუთაისის სხვადასხვა ობიექტში კომპტაქტურად დასახლებულ დევნილებთან. მორიგი შეხვედრა 18 მარტს თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებთან გაიმართა.
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და ადგილზე გაუწიეს კონსულტაციები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დევნილთა უფლებებსა და სოციალური დახმარების საკითხებზე.
ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა ანალოგიური შეხვედრები წელს უკვე გამართეს ქუთაისში - ხარებავას, ლესელიძის, გუგუნავასა და ნიკეას ქუჩებზე არსებულ დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში.