17 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს სისხლის სამართლის კლინიკის სტუდენტებს კლიენტთან ინტერვიუს ჩატარების უნარ-ჩვევებში ტრენინგი ჩაუტარდათ.
ტრენინგის მიმდინარეობისას სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია კლიენტთან პირველი შეხვედრის მნიშვნელობის, რთული კლიენტის ტიპის, კლიენტსა და ადვოკატს შორის ნდობის მოპოვებისა და კლიენტისგან ინფორმაციის მიღების საშუალებებზე.
ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში ჩატარდა და, დასასრულს, მონაწილეებმა, როლური სავარჯიშოების შესრულების გზით, რთულ კლიენტთან ინტერვიუს პრაქტიკული სავარჯიშო შეასრულეს.
ქუთაისის ბიუროში ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 10 სტუდენტმა 4-თვიანი სტაჟირების პროგრამა 10 მარტს დაიწყო. 2008 წლიდან დღემდე იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროში სტაჟირება 70-მდე სტუდენტმა გაიარა.