17 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს ადვოკატებმა გასვლითი კონსულტაცია ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში გამართეს.
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოსახლეობას იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და გაუწიეს იურიდიული კონსულტაცია სოციალური დახმარების, მემკვიდრეობის, შრომითი ურთიერთობების და სხვა აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე.
აჭარის იურიდიული დახმარების ბიურო მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად მართავს. გასვლითი კონსულტაციები საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.