Top
ონლაინ დახმარება

 

ბათუმის №1 საჯარო სკოლაში სემინარი გაიმართა

11 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს ადოკატებმა ბათუმის №1 საჯარო სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის სემინარი გამართეს.

სემინარის ფარგლებში, მოზარდები გაეცნენ სისხლის სამართლის სფეროს სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის, დანაშაულთა სახეობებს და მათთვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების უფლებებს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, უდანაშაულობის პრეზუმფციას და ა.შ. სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.  შეხვედრა ადგილობრივმა ტელევიზიამ TV 25 –მა გააშუქა.

იურიდიული დახმარების ბიუროები სასკოლო სემინარებს პერიოდულად მართავენ. ამ ღონისძიებების მიზანია საჯარო სკოლის მოსწავლეების სამართლებრივი დონის ამაღლება, სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა და დანაშაულის პრევენცია.

სასკოლო სემინარების ორგანიზებას იურიდიული დახმარების სამსახურსა და განათლების სამინისტროს შორის დადებული თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს.