Top
ონლაინ დახმარება

 

ხელვაჩაურის "ქალთა ოთახში" ძალადობის თემაზე იმსჯელეს

იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს თანამშრომლებმა –  ადვოკატმა დავით კეკელიძემ და კონსულტანტმა ნატო ირემაძემ 201 7 წლის 01 დეკემბერს  ინფორმაციული შეხვედრა ჩაატარეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახში“.  შეხვედრას ესწრებოდნენ  თვითმმართველობის თანამშრომლები და დასახლების მკვიდრნი, როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. ბიუროს წარმომადგენლებმა თავდაპირველად მიმოიხილეს თითოეული სერვისი, რასაც იურიდიული დახმარების სამსახური სრულიად უფასოდ სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს, ან მოქალაქეობის არმქონე პირებს.
საუბრის დიდი ნაწილი დაეთმო გლობალურ კამპანიას “ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“. ძალადობის პრობლემის მქონე ადამიანები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში არსებული „ქალთა ოთახებით“  ხშირად სარგებლობენ. მათი ნაწილი აღნიშნულ შეხვედრასაც ესწრებოდა. შეკრებილ საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის მომსახურების მიღება შეუძლიათ მათ იურიდიული დახმარების სამსახურში და დაურიგდათ შესაბამისი  საინფორმაციო ბუკლეტები.

http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=4760

http://ajaratv.ge/news/ge/23468/qalta-mimart-dzaladobis.html.html