Top
ონლაინ დახმარება

 

ვანის რაიონის სოფელ შუამთაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა ვაინის რაიონის სოფელ შუამთაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრების ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს. მოქალაქეებს მათთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაციაც გაეწიათ.

იურიდიული დახმარების ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.