იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს ადვოკატებმა ხულოს საჯარო სკოლაში სემინარი გამართეს.
სემინარის ფარგლებში, საზოგადოებრივი ადვოკატები უფროსკლასელ მოსწავლეებს ესაუბრნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, ასევე გააცნეს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები. სემინარი ინტერაქტიული რეჟიმით წარიმართა.
იურიდიული დახმარების ბიუროები სასკოლო სემინარებს პერიოდულად მართავენ, რაც მოსწავლეების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.