იურიდიული დახმარების სამსახურის რუსთავის ბიუროს და წალკის საკონსულტაციო ცენტრის იურისტებმა 23 ოქტომბერს წალკაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობა უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებს გაეცნო. მოქალაქეებმა მიიღეს კონსულტაცია მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე.
იურიდიული დახმარების ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.