Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახური მეოთხედ დასახელდა ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე საჯარო ორგანიზაციად

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ IDFI–ის ყოვეწლიური ანგარიშის მიხედვით, იურიდიული დახმარების სამსახური, ბოლო ექვსი წლის მანძილზე, უკვე მეოთხედ დასახელდა ერთ–ერთ ყველაზე ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე საჯარო დაწესებულებად. IDFI–ის მორიგი ანგარიშის პრეზენტაცია დღეს გაიმართა და მას სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

2016 წელს IDFI-ის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებით, იურიდიული დახმარების სამსახური მოხვდა იმ საჯარო უწყებებს შორის, რომლებმაც საჯარო ინფორმაციის 100%-იანი ხელმისაწვდომობა უზრუველყვეს.  გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისათვის, IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს, მელიტონ ბენიძეს დღეს სპეციალური ჯილდო გადასცა.

IDFI საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და საჯარო უწყებების ანგარიშვალდებულების რეგულარულ და მასშტაბურ მონიტორინგს 2010 წლიდან, ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქრთველოს’’ მხარდაჭერით ახორციელებს.