Top
ონლაინ დახმარება

 

ამერიკელი ადვოკატები იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობას გაეცნენ

24 აგვისტოს, იურდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ, ამერიკელი ადვოკატების დელეგაცია მიიღო.

ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის, რობერტ რუბინის, ხელმძღვანელობით საქართველოში ჩამოსული დელეგაცია იურიდიული დახმარების სფეროში გატარებულ რეფორმებს, ასევე საზოგადოებრივი ადვოკატების საქმიანობის სპეციფიკას გაეცნო.

მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის შესაძლებლობებზე – სისხლის სამართლის ადვოკატების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიმართულებით.