Top
ონლაინ დახმარება

 

მესტიის რაიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს და მესტიის საკონსულტაციო ცენტრის იურისტებმა მესტიის რაიონში ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

საზოგადოებრივი ადვოკატები შეხვდენენ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაკებს, ასევე სოფლების – იფარის, წვირმიშისა და მულახის  მოსახლეობას და იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს. მოქალაქეებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე კონსულტაციის მიღების შესაძლებლობაც მიეცათ.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ოფისები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.