Top
ონლაინ დახმარება

 

ახმეტის რაიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის თელავის ბიუროს იურისტებმა ახმეტის რაიონში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

საზოგადოებრივი ადვოკატები შეხვდენენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილების მუშაკებს, ასევე – სოფელ დუისის საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომლებს. საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა სოფლების ბირკიანისა და ჯოყოლოს მოსახლეობასთან.

საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, ადგილობრივები გაეცნენ უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებს. მოქალაქეებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე კონსულტაციის მიღების შესაძლებლობაც მიეცათ.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ოფისები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.