Top
ონლაინ დახმარება

 

ამოქმედდა იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური აპლიკაცია LAS Georgia

ამიერიდან უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება მობილური ტელეფონითაც შეიძლება.

ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღება 2020 წელს მნიშვნელოვანი და პროგრესული ნაბიჯი იყო ჩვენი ქვეყნისათვის. ეს არის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც აყალიბებს ერთიან ხედვას, თუ როგორ უნდა იქნეს დაცული ბავშვის უფლებები სახელმწიფოში. კოდექსი ადგენს სახელმძღვანელო პრინციპების ერთობლიობას, რომელიც არასრულწლოვანთა კეთილდღეობისკენ არის მიმართული  და ბავშვის უფლებათა დაცვის ძლიერ სისტემას ქმნის.

ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღებამ განაპირობა ჩვენი სამსახურის მანდატის გაზრდა. სწორედ იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევას ყველა არასრულწლოვნისათვის. 

ბენეფიციარებისთვის სამსახურის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მომსახურების კომფორტული ფორმით მიწოდების მიზნით, ჩვენ შევქმენით მობილური საკონსულტაციო აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები პირისათვის და მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია, როგორც „ანდროიდის“, ისე, „აიოსის„ მეშვეობით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აპლიკაცია საშუალებას აძლევს ბენეფიციარს, სურვილის შემთხვევაში, არ გაამჟღავნოს საკუთარი ვინაობა და დარჩეს ანონიმურად.

1 მარტიდან საკონსულტაციო აპლიკაცია უკვე სრულყოფილად ფუნქციონირებს და მისი მეშვეობით, შესაძლებელია კონსულტაციის მიღება ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. აპლიკაციის გამოყენება ძალიან მარტივია და იგი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას მოგვმართოს და მიიღოს სრულყოფილი, კვალიფიციური პასუხი მის სამართლებრივ კითხვაზე.   

https://www.youtube.com/watch?v=N1ZuB-Oib2U