თეა ყაულაშვილი თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების ადვოკატად მუშაობს 2015 წლიდან.
მან 2004 წელს დაამთავრა თბილისის იურიდიულ–ფსიქოლოგიური ინსტიტუტი, 2004–2006 წლებში მუშაობდა კერძო სექტორში ადვოკატად; 2006–2008 წლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს თანაშემწე იყო; 2008–2011 წლებში იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროში კონსულტანტის პოზიცია ეკავა. შემდგომ თითქმის ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა არასამთავრობო სექტორში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით;
გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და ჩაბარებული აქვს ადვოკატის, პროკურორის და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები.