24 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ხელვაჩაურის რაიონის სოფლების – მაჭახლისპირის, ხერთვისისა და მირვეთის მოსახლეობასთან.
შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახლეობას იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის შესახებ ესაუბრნენ.
იურიდიული დახმარების ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.