Top
ონლაინ დახმარება

 

ვიზიტი ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში

8 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ხელვაჩაურის რაიონის სოფლების – აჭარისწყლისა და მაღლაკონის მოსახლეობასთან.

შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა და გამგეობის წარმომადგენლები დაესწრნენ. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მათ იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის შესახებ ესაუბრნენ.

იურიდიული დახმარების ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების  სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.