Top
ონლაინ დახმარება

 

თერჯოლაში გაიმართა შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან

6 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა შეხვედრა გამართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების თანამშრომლებთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა შრომითი ურთიერთობები, მხარდაჭერის მიმღებად პირის აღიარების, სესხის, თავდებობის,  უძრავი ქონების ყიდვა–გაყიდვის და სხვა   სამართლებრივი საკითხები.

იურიდიული დახმარების ბიუროები სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში მსგავს შეხვედრებს პერიოდულად მართავენ. შეხვედრების მიზანია სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკების ინფორმირებულობის გაზრდა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მათი მეშვეობით მოხდეს სამართლებრივი პრობლემების მქონე მოქალაქეების გადამისამართება შესაბამის იურიდიული დახმარების ბიუროში.