Top
ონლაინ დახმარება

 

სემინარი თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურის საჯარო სკოლაში

1 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის თელავის ბიუროს ადვოკატებმა თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურის საჯარო სკოლაში სემინარი გამართეს.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა უფროსკლასელ მოსწავლეებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს, ასევე კონსტიტუციის მნიშვნელობასა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ესაუბრნენ.

იურიდიული დახმარების ბიუროები მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად მართავენ, რაც არასრულწლოვანთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.