1 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ხელვაჩაურის რაიონის სოფლების – მარადიდისა და ძაბლავეთის მოსახლეობასთან.
შეხვედრა, რომელიც სოფელ მარადიდის საჯარო სკოლაშიჩატარდა, ადგილობრივი მოსახლეობა და პედაგოგები დაესწრნენ. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მათ იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის შესახებ ესაუბრნენ.
იურიდიული დახმარების ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.