იურიდიული დახმარების სამსახურის თელავის ბიუროს ადვოკატებმა თელავის №8 საჯარო სკოლაში სემინარი გამართეს.
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა უფროსკლასელ მოსწავლეებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ესაუბრნენ.
იურიდიული დახმარების ბიუროები მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად მართავენ, რაც არასრულწლოვანთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.