Top
ონლაინ დახმარება

 

ასპინძაში გაიმართა შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან

იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის ცენტრის თანამშრომლებთან.

შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ისაუბრეს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობების შესახებ და განიხილეს სხვადასხვა სამართლებრივი საკითხები.

იურიდიული დახმარების ბიუროები სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკებთან საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ. შეხვედრების მიზანია, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, მოქალაქეთა სამართლებრივი საჭიროებების შესწავლა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.