Top
ონლაინ დახმარება

 

შეხვედრა მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში

18 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა მარნეულის რაიონის სოფელ წერეთლის მოსახლეობასთან გამართეს.

საინფორმაციო შეხვედრის ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის შესახებ ესაუბრნენ.

იურიდიული დახმარების ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების  სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.