Top
ონლაინ დახმარება

 

საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ფერიაში

11 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ფერიის ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობასთან გამართეს.

საინფორმაციო შეხვედრის ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის შესახებ ესაუბრნენ.

იურიდიული დახმარების ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების  სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.