Top
ონლაინ დახმარება

 

წეროვანში მცხოვრებ დევნილებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

26 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში მცხოვრებს დევნილებს შეხვდნენ.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე ესაუბრნენ.

იურიდიული დახმარების ბიუროები მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად მართავენ, რაც დევნილთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.