Top
ონლაინ დახმარება

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან შეხვედრები გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროების ადვოკატები განაგრძობენ შეხვედრას სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან. 19-20 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისისა და ზუგდიდის ბიუროების ადვოკატებმა შეხვედრები გამართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის რაიონული განყოფილების თანამშრომლებთან.

შეხვედრების ფარგლებში, განხილულ იქნა ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე (მხარდაჭერის მიმღებ) პირთა დაცვის საკითხები, ასევე ბავშვების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრობელემები. საუბარი შეეხო საარსებო შემწეობის დანიშვნასა და ოჯახისთვის სარეიტინგო ქულის მინიჭებას.

იურიდიული დახმარების ბიუროები სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში მსგავს შეხვედრებს პერიოდულად მართავენ. შეხვედრების მიზანია სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკების ინფორმირებულობის გაზრდა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მათმა უზრუნველყონ სამართლებრივი პრობლემების მქონე მოქალაქეების გადამისამართება შესაბამის იურიდიული დახმარების ბიუროში.