იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტები განაგრძობენ გაცნობით შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაკებთან.
20 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს და საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის იურისტები საჩხერის გამგეობის თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა სამართლებრივი საკითხები, მათ შორის, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლების უფლებამოსილება, ადგილობრივი სოციალური პროგრამების განხორციელების საკითხები, შრომითი უფლებები და სხვა.
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს, ასევე შესთავაზეს დახმარება მოსახლეობისთვის აქტუალური სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში.