Top
ონლაინ დახმარება

 

ახალციხისა და მცხეთის სკოლებში სემინარები გაიმართა

იურიდიული დახმარების ბიუროები განაგრძობენ სასკოლო სემინარების ორგანიზებას სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე.

30 მარტს, სამცხე–ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა, დავით ზარიძემ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებზე სემინარი გამართა ახალციხის კერძო სკოლის „მზექას“ მოსწავლეებისთვის. 31 მარტს კი მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების  ბიუროს იურისტებმა, ნათელა ბიწაძემ და სოფია ჯოლოხავამ, სემინარი გამართეს მცხეთის №1 საჯარო სკოლაში, სადაც ისაუბრეს ნაადრევი ქორწინების უარყოფითი შედეგებისა და ბულინგის პრობლემის შესახებ.

იურიდიული დახმარების ბიუროები სასკოლო სემინარებს პერიოდულად მართავენ. ღონისძიებების მიზანია არასრულწლოვნების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენცია.