Top
ონლაინ დახმარება

 

პარლამენტში გრძელდება იურიდიული დახმარების სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვა

საქართველოს პარლამენტში გრძელდება იურიდიული დახმარების სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვა. ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შემდეგ, დღეს, სამსახურის ანგარიში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოისმინა.

სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ დეპუტატებს გასულ წელს იურიდიული დახმარების სფეროში განხორციელებული რეფორმები და გაწეული მომსახურების სტატისტიკა გააცნო. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელთა შედეგადაც, უფასო იურიდიული დახმარების ფარგლები გაფართოვდა და მოიცვა საოჯახო სამართლის, მემკვიდრეობის სამართლის და სოციალური დაცვის საკითხები, ასევე – ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პირთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საქმეები. კომიტეტის სხდომას ასევე იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარე, ეკატერინე ფოფხაძე, დაესწრო.

ანგარიშის განხილვა გაგრძელდება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რის შემდეგადაც საკანონმდებლო ორგანო მიიღებს შესაბამის დადგენილებას იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შეფასების თაობაზე.

იურიდიული დახმარების სამსახური დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე.  საკანონმდებლო ორგანო იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს ყოველწლიურად, საგაზაფხულო სესიაზე განილავს.