იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს ადვოკატებმა დღეს შეხვედრა გამართეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან.
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაკებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და მოსახლეობის სამართლებრივ საჭიროებებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უფასო საადვოკატო მომსახურებაზე, რომელიც საოჯახო და სამემკვიდრეო დავებს, ასევე – სოციალური დაცვის საკითხებს მოიცავს.
იურიდიული დახმარების ბიუროები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მსგავს შეხვედრებს პერიოდულად მართავენ. შეხვედრების მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმირებულობის გაზრდა, რათა, გამგეობის ან საკრებულოს წარმომადგნლებმა, საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ სამართლებრივი პრობლემების მქონე მოქალაქეების გადამისამართება შესაბამის იურიდიული დახმარების ბიუროში.