Top
ონლაინ დახმარება

 

საინფორმაციო შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს ცაგერის რაიონული განყოფილების თანამშრომლებთან

5 ივლისს, სოციალური მომსახურების სააგენტოს ცაგერის რაიონული განყოფილების თანამშრომლები იურიდიული დახმარების სერვისს გაეცნენ.

იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის-ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა, სოფიო ყუბანეიშვილმა და ხვიჩა თავაძემ, ისაუბრეს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც 2015 წლის 15 აპრილიდან სახელმწიფომ უფასო საადვოკატო მომსახურების უზრუნველყოფა უკვე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზეც დაიწყო. ყურადღება გამახვილდა აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეებზე გათვალისწინებულ იურიდიულ დახმარებაზე, ასევე კონსულტაციებისა და სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის სერვისზე.

იურიდიული დახმარების სამსახური მსგავს ღონისძიებებს პეროიდულად მართავს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებთან თანამშრომლობას.