Top
ონლაინ დახმარება

 

შეხვედრა საჩხერის რაიონის სოფელ ჯრიაში

22 ივნისს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთი-ზესტაფონის ბიუროს იურისტებმა ნანა ლუტიძემ, თეა ჯანგიანმა და საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის იურისტმა ინგა ნიზაძემ შეხვედრა გამართეს საჩხერის რაიონის საზღვრისპირა სოფელ ჯრიაში. შეხვედრის თემა იყო ქალთა უფლებები და ოჯახში ძალადობა. ასევე, განხილულ იქნა სხვა თემებიც: საკუთრების უფლება, კომლის ქონება, საოჯახო ურთიერთობები, ალიმენტი, სოციალური საკითხები და სხვა.