13 ივლისს იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის-თელავის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრები თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში გამართეს.
საზოგადოებრივი ადვოკატები შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოქალაქეებს და მათ უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გაააცნეს.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ყარაჯალაში კომპაქტურად ცხოვრობს აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა, რომელიც ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს