2017 წლის 18 ოქტომბერს, კახეთის-სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურომ საინფორმაციო–გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჩაატარა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდას გამგეობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან.
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტები შეხვედრაზე შეკრებილ მოქალაქეებს, მიწის ნაკვეთით მოსარგებლეებსა და მართლზომიერ მფლობელებს მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის შესახებ ესაუბრნენ.
გარდა ამისა, შეხვედრაზე კახეთის–სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტებმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის სფერო, ასევე საუბარი იყო უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებზე და მათთვის საინტერესო სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე.
იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები და საკონსულტაციო ცენტრები მსგავს შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.