Top
ონლაინ დახმარება

 

მცხეთის რაიონის სოფლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა დღეს საინფორმაციო შეხვედრები გამართეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ქანდასა და ციხისძირში.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს. სხვადასხვა საკითხს შორის, მოქალაქეებს განემარტათ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის წესი და პირობები.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები და საკონსულტაციო ცენტრები მსგავს შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.